წინასაარჩევნო ვნებათაღელვა ნაციონალურ მოძრაობაში. კენჭისყრის მოახლოებასთან ერთად მატულობს პოლიტიკური ტემპერატურა. დღეს ბათუმში საგანგებო ბრიფინგზე აჭარის ორგანიზაციის სახელით პარტიის წევრებმა თქვეს, რომ გამარჯვებაში ნიკა მელიას დაეხმარებიან, თუმცა მათ მალევე უპასუხეს ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებმა და განმარტეს, რომ თავმჯდომარის პოზიციაზე სწორედ ხაბეიშვილს განიხილავენ. ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა რეგისტრაცია უკვე მეორე დღეა რაც დაწყებულია. ვინ იქნება ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე - გადაწყვეტილება 30 იანვარს გახდება ცნობილი.
არჩევნები "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში"
14 იან 202320:06
3 წუთის საკითხავი